პოჩეტინო: ,,რეალის დამარცხებასთან ახლოს ჩვენ უფრო ვიყავით, ვიდრე ჩელსი და სიტი''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,რეალის დამარცხებასთან ახლოს ჩვენ უფრო ვიყავით, ვიდრე ჩელსი და სიტი. სამწუხაროდ, ცუდი მომენტები გვქონდა, რის გამოც მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით,'' - პოჩეტინოს სიტყვებს Marca ციტირებს.,,პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალიდან მადრიდის ,,რეალმა'' გამოთიშა. ,,სამეფო გუნდმა'' მეოთხედფინალში ,,ჩელსის'', ნახევარფინალში კი ,,მანჩესტერ სიტის'' მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ,,ლივერპულს'' დაუპირისპირდება.