Belive

პოჩეტინო: "ლავია ჩელსისთვის ჯერ მზად არ არის"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ლონდონის "ჩელსიმ" არაერთი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის ერთ-ერთი რომეო ლავიაა. 

19 წლის ბელგიელი ფეხბურთელის შესაძენად  "ჩელსის", "ლივერპული" ეპაექრებოდა, თუმცა ეს ბრძოლა "ლურჯების" გამარჯვებით დასრულდა. 

ჩელსის ლავია 53 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა და სწორედ ამის ფონზე უფრო საკვირველია, მაურისიო პოჩენტინოს განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ლავია ჯერ "ჩელსისთვის" მზად არ არის. 

ლავია სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.

ის ჯერ მზად არ არის ამისთვის და მინიმუმ რამდენიმე კვირა დასჭირდება, რომ ჩვენს სიმაღლეებს დაეწიოს.

ამრიგად, ლავიას რამდენიმე კვირა უნდა დაველოდოთ. საპირწონედ შემიძლია ის გითხრათ, რომ სრულ მზადყოფნაშია მოისე კაისედო, რომელიც აუცილებლად ითამაშებს. - მაურისიო პოჩეტინო

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლონდონელებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში ტრანსფერებში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც კოლოსალური მაჩვენებელია, თუმცა შედეგებზე რამდენად აისახა, ამას ყველა ფაქტად ხედავს... 

სხვა სტატიები