პიტერი, რომელიც აიაქსს გულშემატკივრობს თავისი გუნდის თამაშს ბოლოჯერ დაესწრება
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, აიაქსისა და გრონინგენის გადადებული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. მატჩი კვირას უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ფეიერვერკების აფეთქების გამო სტადიონზე პრობლემები შეიქმნა, სწორედ ამიტომ უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის ჩატარება დახურულ კარს მიღმა გადაწყდა.
ეს ამბავი საინტერესოა იმის გამო, რომ აიაქსის გულშემატკივარს, პიტერს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უკურნებელი ავადმყოფობის გამო დიდხანს ვეღარ იცოცხლებს უკანასკენელი სურვილი დარჩა, მას უნდოდა, რომ ბოლოჯერ დასწრებოდა აიაქსის თამაშს, ამიტომ გუნდი უხუცესს გულშემატკივარს ამ სურვილს უსრულებს და ის ერთადერთი იქნება, რომელიც თავის საყვარელ კლუბს ტრიბუნებიდან უქომაგებს.
Laatste wens gaat alsnog in vervulling: zieke Peter mag morgen naar Ajax https://t.co/XQhwPvoejL
— RTL Nieuws (@RTLnieuws) December 1, 2025