Belive

პირველი შემადგენლობა მუნდიალისთვის | ბოსნიამ მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი დაასახელა

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოსნია ჰერცეგოვინას ნაკრები პირველია, რომლებმაც 2026 წლის მუნდიალისთვის შემადგენლობა დაასახელა.

სერგეი ბარბარესმა 2026 წლის მუნდიალისთვის, რომლის დაწყებამდეც ზუსტად 1 თვე დარჩა, ბოსნიას ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

ბოსნია ჰერცეგოვინას ნაკრების შემადგენლობა 2026 წლის მუნდიალისთვის

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუნდიალისთვის დასახელებულ შემადგენლობაში აბსოლუტურად ყველა ის ფეხბურთელია, რომლებმაც იტალიასთან ისტორიულ გამარჯვებაში მიიღეს მონაწილეობა.

მხოლოდ ერთი ახალი ფეხბურთელია დამატებული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის - 21 წლის ერმინ მაჰმიჩი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული და თანაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

მუნდიალზე ბოსნიის ნაკრები B ბადეში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათი მეტოქეები: შვეიცარია, კანადა და ყატარი იქნებიან.

მუნდიალამდე ბალკანელები 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, სადაც მაკედონიასა და პანამას შეხვდებიან.

სხვა სტატიები