Belive

პირველი მატჩი ლა ლიგაში | რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ ატლეტიკოსთან?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მეოთხე ტურში, ატლეტიკო მადრიდმა საკუთარ მოედანზე ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ვილიარეალთან ერთან ვარჯიში სულ რამდენიმე დღეა დაიწყო, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 78 წუთი გაატარა.

ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, სტუმრების შეცდომით ხულიან ალვარესმა ისარგებლა, ბურთი მოიპარა და მეკარესთან პირისპირ პაბლო ბარიოსი დატოვა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში, ატლეტიკოს არგენტინელმა ფორვარდმა, ნიკოლას გონსალესმა მეორე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი მიქაუტაძე ბურთს 25-ჯერ შეეხო, პასებს 73%-იანი სიზუსტით აკეთებდა (11/15), კარში კი არ დაურტყამს. ქართველმა 6.5 შეფასება დაიმსახურა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ეს ატლეტიკოს პირველი გამარჯვება იყო, ვილიარეალმა კი პირველად წააგო.

სხვა სტატიები