Belive

პირველად ნიუკასლის ისტორიაში - ენტონი გორდონმა ყველა დროის რეკორდი დაამყარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, ნიუკასლმა ბენფიკას უმასპინძლა და ძალიან მარტივად, კომფორტული უპირატესობით 3:0 დაამარცხა.

პირველი გოლი ენტონი გორდონის ანგარიშზეა, რომელმაც გატანილი გოლით, კლუბის ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, კერძოდ - ენტონი გორდონი გახდა პირველი ფეხბურთელი ნიუკასლის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

24 წლის ფორვარდმა მიჯრით მესამე ჩემპიონთალიგურ მატჩში გაიტანა - გორდონმა ბენფიკამდე როიალ უნიონისა და ბარსელონას წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.

განვლილი 3 ტურის შემდეგ, ნიუკასლის ანგარიშზე 6 ქულაა. 'კაჭკაჭები' შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს, საკუთარ კედლებში, ბილბაოს ატლეტიკთან, 5 ნოემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები