პირველად ბოლო 17 წლის განმავლობაში - არსენალმა ტოტენჰემის ანტირეკორდი გაიმეორა
პრემიერლიგის 34-ე ტურში ,,არსენალმა'' ,,კრისტალ პალასს'' უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ეს იყო მე-9 შემთხვევა მიმდინარე სეზონში, როცა მიკელ არტეტას გუნდი იგებდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ დაასრულა. შედეგად, ,,მეთოფეებმა'' ,,ტოტენჰემის'' ანტირეკორდი გაიმეორეს - 2007-2008 წლების სეზონში ,,დეზებმა'' ასევე 9-ჯერ ვერ მოიპოვეს 3 ქულა ისეთ მატჩში, რომელშიც იგებდნენ.
34 ტურის შემდეგ, ,,არსენალს'' 67 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა. ლონდონური კლუბი ლიდერ ,,ლივერპულს'', რომელსაც 5 მატჩი აქვს დარჩენილი, 12 ქულით ჩამორჩება. შესაბასმისად, თუ ,,მერსისაიდელები'' კვირას საკუთარ მოედანზე ,,ტოტენჰემთან'' არ წააგებენ, ინგლისის ჩემპიონები გახდებიან.
Tonight was Arsenal's ninth Premier League draw in a match they were leading in this season, two more than any other side.
— The Athletic | Football (@TheAthleticFC) April 23, 2025
It's the most by a team in a season since Tottenham in 2007-08 (also nine).
[@OptaJoe]#ARSCRY | #AFC | #CPFC pic.twitter.com/gxFwDREvbK