Belive

პირველად 6 წელიწადში - ინიაკი უილიამსი ლა ლიგის მატჩს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინიაკი უილიამსი უნიკალური ფეხბურთელია - ესპანელმა ფორვარდმა ბილბაოს "ატლეტიკის" შემადგენლობაში, ზედიზედ 236-ჯერ იასპარეზა და საკუთარი სტაბილურობით, ბასკ გულშემატკივარს თავი შეაყვარა. თუმცა ყველაფერს დასასრული აქვს - "სან მამესის" ფავორიტმა კოჭის ტრავმა მიიღო.

"ლა ლიგის" მე-3 ტურში, "ატლეტიკმა" "კადისი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა. ანგარიში ინიაკი უილიამსმა 24-ე წუთზე გახსნა, თუმცა მოედნის დატოვება ნაადრევად, 54-ე წუთზე მოუწია.

2016 წლის 10 აპრილის შემდეგ, ინიაკი უილიმსს ერთი შეხვედრაც კი არ გამოუტოვებია, რაც "ლა ლიგის" რეკორდს წარმოადგენს. მეორე ადგილზე ხუანან ლარანაგაა, რომელმაც ზედიზედ 202 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იუქმებს იულიამსი, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპინატის სამზადისშიც იყო: მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მას 1 მატჩი ჩატარებული აქვს, FIFA-მ მას განის ნაკრებში თამაშის უფლება მისცა - წარმოშობით, უილიამსი აფრიკული ქვეყნიდანაა.

28 წლის ფორვარდი ბასკეთშია დაბადებული. იგი "ატლეტიკს" 2015 წელს შეუერთდა, 2019 წლის აგვისტოში კი კლუბთან 9-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები