Belive

ინიაკი უილიამსმა ჟირონას 5-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, "ჟირონა" ფანტასტიკურად ასპარეზობს. ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ 14 ტურის შემდეგ, "რეალსა" და "ჟირონას" ქულების თანაბარი რაოდენობა ექნებოდათ და სატურნირო ცხრილში 1-2 ადგილს გაიყოფდნენ.

ფეხბურთის ხიბლიც ხომ ესაა და სწორედ ამიტომ გვიყვარს სპორტის ეს სახეობა - "ჟირონამ" ირწმუნა, რომ სასწაულის მოხდენა შესაძლებელია და საკუთარ გულშემატკივარს დაუვიწყარ დღესასწაულს უწყობს. მე-14 ტურის მატჩამდე, "ჟირონას" 5-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და "ბილბაოსთან" გამარჯვების შემთხვევაში, "სამეფო კლუბს" კვლავ 2-ქულიანი სხვაობით გაუსწრებდა, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩებოდა.

"ჟირონა" მეთოდურად უტევდა და ცდილობდა, რომ "ბილბაოს" დაცვის ხაზი გაერღვია, რაც საბოლოოდ 55-ე წუთზე, ვიქტორ ციგანკოვის გოლით დასრულდა. თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მასპინძლები ზედიზედ მეექვსე გამარჯვებას მოიპოვებდნენ, თუმცა 67-ე წუთზე, ინიაკი უილიამსმა წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში (1:1) დააფიქსირა.

სხვა სტატიები