პირველად 52 წლის შემდეგ - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მუნდიალზე იასპარეზებს
კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, კონგო იამაიკას დაუპირისპირდა და დამატებით დროში, მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი, ბარნლის ცენტრალურმა მცველმა - აქსელ ტუანზებემ გაიტანა, რომელიც ისტორიული აღმოჩნდა. ტუანზებეს გატანილმა გოლმა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ გაიყვანა.
პირველად კონგომ მსოფლიო ჩემპიონატზე 1974 წელს იასპარეზა, მაშინ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს დასავლეთ გერმანია მასპინძლობდა.
🚨 DR CONGO ARE QUALIFIED TO THE 2026 WORLC CUP AFTER 52 YEARS! WOW! CONGRATS! 🇨🇩🏆✨ pic.twitter.com/e2wZygE0sK
— TheGoalsZone (@TheGoalsZone) March 31, 2026
ასე და ამგვარად, 52 წლის შემდეგ კონგო მუნდიალზე დაბრუნდა.
გასარკვევია კიდევ ერთი გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ბოლო საგზურს მოიპოვებს. ეს დაპირისპირება დილის 06:00 საათზე გაიმართება, სადაც მუნდიალის საგზურისთვის ბოლივია და ერაყი იბრძოლებენ.