სესკ ფაბრეგასი: "მანჩინი ყოველთვის მომწონდა"
სესკ ფაბრეგასი რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას დადებითად შეხვდა. ის თვლის, რომ რობერტომ საკუთრი ძალები ევროპის ჩემპიონატზე უკვე დაამტკიცა და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ესპანელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ თავს ერთ-ერთ იტალიელად მიიჩნევს.
მანჩინი ყოველთვის მომწონდა. ის გამარჯვებულია და ფეხბურთის კარგი სტილი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე მან დაამტკიცა, რომ იცის, როგორ მიაღწიოს შედეგს.
ამას გულწრფელად ვამბობ: თავს ერთ-ერთ თქვენგანად ვგრძნობ. ჩვენ შევეცდებით, ეროვნულ ნაკრებს დავეხმაროთ. - ამბობს ფაბრეგასი
Fàbregas on Mancini returning as Italy coach:
— Italian Football TV (@IFTVofficial) July 28, 2026
“I’ve always liked Mancini. He’s a winner and has a good style of football. He proved at the EUROs that he knows how to get it done.
I’m saying this honestly: I feel like one of you (an Italian). We’re going to try to help the… pic.twitter.com/hGIRL7aGXf
შეგახსენებთ, რომ იტალიას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას. "აძურიმ" ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა და იტალიური ფეხბურთის მესვეურები მკაფიო ნაბიჯებს ითხოვდნენ. გვარდიოლასგან და ანჩელოტისგან მიღებული უარის შემდეგ, ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ თანამდებობა დატოვა.