პირველად 1983 წლის შემდეგ - ჰანსი ფლიკის უნიკალური რეკორდი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2024/25 წლების სეზონში გულშემატკივარმა 4 "ელ კლასიკო" იხილა და აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანში გამარჯვებული "ბარსელონა" დარჩა.
11 მაისს გამართული რიგით მე-4 "ელ კლასიკო" სამეფო კლუბის დომინაციით დაიწყო და კილიან მბაპემ ორი გოლის გატანაც შეძლო, მაგრამ "ბლაუგრანამ" თამაში დაატრიალა და 4:3 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ 1982/83 წლების სეზონის შემდეგ, ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ერთ კონკრეტულ სეზონში, "ბარსელონამ" 4 "ელ კლასიკო" მოიგო - გერმანელი სპეციალისტის მეთაურობით, კატალონიელებმა "რეალი" ესპანეთის სუპერთასზე, კოპა დელ რეისა და ლა ლიგის ორივე მატჩში დაამარცხეს, რითიც ჰანსი ფლიკი სამუდამოდ შევიდა "ბლაუგრანას" ისტორიაში.