Belive

ფლიკი ტერ შტეგენს ესაუბრა - გერმანელი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბარსელონამ 2025/26 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო. ფეხბურთელებმა გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, დღეს კი პირველი სავარჯიშო სესია გამართეს.

სესიაში 36 ფეხბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის, ახალწვეულები - ჟოან გარსია და რუნი ბარდგჯი. აღსანიშნავია, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განცალკევებით, დარბაზში ივარჯიშა და ეს ფაქტი უკვე მეორე დღეა გრძელდება.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჰანსი ფლიკი ტერ შტეგენს შეხვდა და აუხსნა, რომ იგი არა თუ სასტარო შემადგენლობის წევრი აღარაა, არამედ მეკარის პოზიციაზე მესამე არჩვენია. მიუხედავად ყველაფრისა, ტერ შტეგენს ბარსელონას დატოვება არ სურს და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გასულ სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მან 7-8 თვე გამოტოვა და შემდეგ მოედანზე დაბრუნება საკმაოდ გაუჭირდა, რის გამოც ჰანსი ფლიკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი კლუბის პირველი მეკარე აღარ იქნება.

სწორედ ამიტომ, კატალონიურმა კლუბმა ესპანიოლიდან მეკარე დაიმატა, რომელიც ძირითადის მეკარედ განიხილება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი ბარსელონას ღირსებას 2014/2015 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 422 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 175-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სხვა სტატიები