Belive

ფლიკი: ,,სისულელე იქნება ვიფიქროთ, რომ რონალდუ მუნდიალზე გადამწყვეტი როლის შესრულებას ვერ შეძლებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

,,ორივეს თამაშს კვლავ მაღალ შეფასებას ვაძლევ. მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ამტკიცებს, რომ შესანიშნავ ფორმაშია.

რონალდუ? სისულელე იქნება ვიფიქროთ, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტი როლის თამაშს მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლებს, რომ ბოლო პერიოდში ,,მანჩესტერ იუნაიტედთან’’ პრობლემები აქვს,’’ - ფლიკის სიტყვებს Sky Sport Germany ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

არგენტინის ნაკრები C ჯგუფში საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს. პორტუგალიის მეტოქეები კი H ჯგუფში განა, ურუგვაი და სამხრეთ კორეა იქნებიან.

სხვა სტატიები