ფლიკი: ,,იამალი მესის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელია''
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელს, ჰანს-დიტერ ფლიკს, გავის კომენტარზე ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ ლამინე იამალი ლეო მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია:
,,გავი ძალიან ემოციურია... კი, მეც ამას ვამბობ (იცინის). ვხედავთ, რომ იამალი დიდ თამაშებში საკუთარ ნიჭს ავლენს და ეს უკვე არაერთხელ გააკეთა.
თუმცა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა.'' - ფლიკი
მიმდინარე სეზონში ლამინე იამალის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
ესპანეთის თასის მერვედფინალში კატალონიურმა გუნდმა ,,ბეტისს'' უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. იამალმა მატჩში გოლი გაიტანა და ასისტიც მიითვალა.
- "Gavi dice que Lamine Yamal es el mejor del mundo"
— Mundo Deportivo (@mundodeportivo) January 15, 2025
- Flick: "Gavi es muy emocional... yo también lo digo, sí. En grandes partidos ves a los grandes talentos y lo demuestra tantas veces. Tenemos que cuidar de él, es muy joven" pic.twitter.com/1tA5PBhufu