Belive

ფერდინანდი: ,,დღეს ჩემი ფასი 170 მილიონი ფუნტი იქნებოდა''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილ ფეხბურთელს, რიო ფერდინანდს, ჰკითხეს, რამდენი იქნებოდა დღეს მისი სატრანსფერო ღირებულება, რაზეც ინგლისელმა უპასუხა:

,,თანამედროვე ფეხბურთში ჩემი ფასი 100 მილიონი ფუნტი იქნებოდა? ეს ზედმეტად ცოტაა... დღევანდელ ბაზარზე 170 მილიონ ფუნტად ვიქნებოდი შეფასებული. კვირაში კი ხელფასი 400 ათასი ფუნტი მექნებოდა,'' - თქვა ფერდინანდმა talkSPORT-ის პოდკასტში.

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ნეიმარია, რომლის სანაცვლოდაც ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბარსელონას'' 2017 წელს 222 მილიონი ევრო გადაუხადა. მეორე ადგილს კილიან მბაპე იკავებს (180 მილიონი ევრო), მესამე პოზიციაზე კი ფილიპე კოუტინიოა (145 მილიონი ევრო).

სხვა სტატიები