Belive

"ერთადერთი გუნდი, რომელსაც პრობლემა არცერთ პოზიციაზე არ აქვს მანჩესტერ სიტია" - რიო ფერდინანდი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რიო ფერდინანდმა ორი გუნდი დაასახელა, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე "სიტისთვის" წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. მისი თქმით, "რეალ მადრიდი" და "ბაიერნი" "ქალაქელებს" დიდ პრობლემებს შეუქმნიან. რიომ აღნიშნულ თემაზე TNT Sports-თან ისაუბრა.

"რეალ მადრიდს" ჩემპიონთა ლიგასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც საოცარ ფორმაში არიან. მაგალითად, ჯუდ ბელინგემი.
ვფიქრობ, რომ "ბაიერნის" შეტევის ხაზს პრობლემის შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰარი კეინი ამდენ გოლს იტანს.
თუმცა, ორივე შემადგენლობაში ხვრელები აქვს. ერთადერთი გუნდი, რომელსაც პრობლემა არცერთ პოზიციაზე არ აქვს "მანჩესტერ სიტია". - განაცხადა რიო ფერდინანდმა

გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს. "ქალაქელებმა" ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგეს და 12 ქულით პირველ პოზიციაზე არიან. შემდეგი მატჩი მათ "ლაიფციგის" წინააღმდეგ ელით, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები