Belive

ფედერიკო კიეზა: "კვარას და ოსიმენის წყვილი ერთ-ერთი საუკეთესოა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ვარსკვლავმა, ფედერიკო კიეზამ "ნაპოლის" ქართულ-ნიგერიული შემტევი დუეტის შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელიას და ოსიმენის წყვილი ერთ-ერთი საუკეთესოა იტალიაში. ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთთან ძალიან დაახლოებულია, რადგან სეზონის დასაწყისიდანვე ერთად თამაშობენ.

იმედი მაქვს, რომ მე და დუშან ვლაჰოვიჩიც მოვახერხებთ იგივე სათამაშო დამოკიდებულების პოვნას, რასაც "ფიორენტინაში" ყოფნის დროს ვაკეთებდით", - თქვა 25 წლის ფეხბურთელმა.

“ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, 21 წლის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა, ასევე, მის აქტივში 4 მოპოვებული პენალტია.

რაც შეეხება "ნაპოლის" მეცხრე ნომერს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 15 გოლი და 4 საგოლე პასია.

სხვა სტატიები