Belive

ოფიციალურად: ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გააფორმა, ტოსკანელი სპეციალისტი "სკუადრა აძურას" მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ჩაიბარებს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე გაწვრთნის.

იტალიური ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებით, ლუჩიანოს წარდგენა კოვერჩიანოს საწვრთნელ ბაზაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან და უკრაინასთან გასამართი მატჩების წინ მოხდება.

ამ ამბავს წინ აურელიო დე ლაურენტისთან დავა უძღოდა, შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ ნაპოლი იმ პირობის სანაცვლოდ დატოვა, რომ იგი მიმდინარე სეზონში სხვა გუნდს აღარ ჩაიბარებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 64 წლის სპეციალისტს 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა მხოლოდ ნაპოლის კონკურენტებს შეეხებოდა და არა ეროვნულ ნაკრებს.

ზოგიერთი წყაროს ცნობით კი ამ თანხას "ნაპოლი" ფეხბურთის ფედერაციისგან მიიღებს

მივესალმებით სპალეტის, ნაკრებს დიდი მწვრთნელი ესაჭიროებოდა, და მოხარულნი ვართ რომ იგი დაგვთანხმდა. ვფიქრობთ, რომ მისი კომპეტენცია და ენთუზიაზმი ფუნდამენტალური იქნება იმ გამოწვევებისთვის, რაც მომავალ თვეებში გველის - განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლის" წვრთნიდა და კლუბთან ერთად 2022/23 წლების სეზონში სკუდეტოც მოიგო.

სხვა სტატიები