Belive

ფაბიო კაპელომ მილანი - ნაპოლის მატჩზე პროგნოზი გააკეთა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ნაპოლისა" და "მილანს" შორის გასამართ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ორივე გუნდისთვის წარმატების მიღწევის შანსები თანაბარია.

"ვიქტორ ოსიმენის არყოფნა გუნდებს შორის ბალანსს ასწორებს და მატჩს ყველა შესაძლო შედეგისთვის ღიას ხდის. ეს იგივეა, რაც ლეაოს თამაშის მნიშვნელობა "მილანისთვის". ისინი ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მოთამაშეები არიან.

ნიგერიელის ყოფნის შემთხვევაში "ნაპოლის" 5%-იანი უპირატესობა აქვს, ახლა კი შანსები 50/50-ზეა.

ერთია, როცა ბატისტუტა გყავს, მეორე შემთხვევაა მისი არყოლა. დღეს ასეთი მოცემულობაა: ან გყავს ოსიმენი ან არ გყავს - ასეთი ფეხბურთელის დანაკლისი კი მსოფლიო ფეხბურთში განსხვავებას ქმნის. თუმცა, ეს სპალეტის არაჩვეულებრივ ნამუშევარს არაფერს აკლებს.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმაც ეს თქვა: უფრო მეტად იგებენ ჩემპიონი ფეხბურთელები და არა გუნდები, ხოლო თუ ისინი კარგად არიან ორგანიზებულნი ამას არაფერი სჯობს", - თქვა "მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა.

“მილანისა” და ნაპოლის პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, მილანში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები