Belive

ლუჩიანო სპალეტი: "ხვიჩა კვარაცხელია ლაღი და ტოპ ფეხბურთელია "

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ "უდინეზეს" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრი საინტერესო თემის, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მისი გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"უდინე მნიშვნელოვანი ეტაპია თუ არა ჩემს კარიერაში? მე მყავს ბევრი ადამიანი, ვისთანაც ემოციურად ვარ მიჯაჭვული. ჩემს კარიერაში რამდენიმე წელი გავატარე ისეთ ადგილებში, როგორიცაა უდინე, რომი, ემპოლი და სანკტ-პეტერბურგი. ამბობენ, რომ მაქვს რთული ხასიათი, მაგრამ ის უფრო აზარტულია. "უდინეზემ" დამიძახა როცა გუნდს უჭირდა და თავი გადავარჩინეთ, მაგრამ მერე წამოვედი, დავბრუნდი და დავრჩი 4-5 წელი. ანდრეა სოტილი, რომელიც ჩემს გუნდში თამაშობდა და ერთ-ერთი ლიდერი იყო, ახლა გუნდის მთავარი მწვრთნელია.

სკუდეტო? ნელ-ნელა უკვე მესამე კურსზე გადავდივართ. ჩვენ რომ სკუდეტო მოვიგოთ, არა მარტო კლუბი, არამედ მთელი ქალაქი გაიხარებს. ახლა დარჩენილი რამდენიმე მეტრიც უნდა გავიაროთ. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, არავითარი გადახვევები, არანაირი გულგრილი მზერა და შრომის მოკლება.

რა დღეა ეს ჩემთვის? მე ვფიქრობ იმ სიხარულზე, რაც შემიძლია სხვების მივანიჭო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როგორები არიან ჩვენი გულშემატკივრები. კვირას სტადიონიდან გასული ადამიანების ნახვა გვამწუხრებს და გვსურს, რომ ისინი არასოდეს ვნახოთ მოწყენილები. ჩვენ მათი ბედნიერებით ვიკვებებით, ყოველთვის და მხოლოდ ეს აზრი გვაქვს.

კვირას საზოგადოებამ უფრო მეტი გაგვაგებინა ჩვენი რეიტინგის შესახებ, გაგვაგებინა რა როლს ვასრულებთ ქალაქის ცხოვრებაში, ეს ის ოცნებაა, რომლის გამოც ნეაპოლში ჩავედი. დროშებით სავსე სტადიონი, ბავშვები და ყველა ზეიმისთვის ემზადება.

არასოდეს არ უნდა დავკარგოთ რწმენა და დამოკიდებულება, ამას გავაკეთებთ "უდინეზესთანაც". მათ ბევრი რამის კეთება კარგად შეუძლიათ, სოტილი არის ისეთივე პროფესიონალი მწვრთნელი, როგორი ფეხბურთელიც იყო. ეს ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებული გუნდია. უდინელები ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი არიან, რომლებიც საჯარიმოში ყველაზე მეტნი შემოდიან და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩემი კონტრაქტი? ჯერ კიდევ სხვა ლამაზი საქმეებია გასაკეთებელი, ჩემი აზრით ბევრად უფრო ლამაზი. ჯერ კიდევ სხვა მატჩებია ჩასატარებელი, რის შემდეგ ვიფიქრებთ აღნიშვნაზე თუ ეს მოხდება და შემდეგ დავუბრუნდებით ფეხბურთს, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავეს ითხოვს: "შემიძლია თუ არა ასეთ აუდიტორიას მივცე ის, რაც იმსახურებს?".

საიდან მოდის ეს სკუდეტო? მუშაობა შარშან დაიწყო, ეს მეორე ტაიმია. ფეხბურთელებმაც, რომლებიც აქ აღარ არიან, თავიანთი წვლილი შეიტანეს. გვყავდა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ინსინიე, კულიბალი, რუისი, გულამი და მერტენსი. მოთამაშეები, რომლებმაც ბევრი გასცეს მათი პიროვნებით. შედეგი მხოლოდ ერთ მატჩზე არ არის დამოკიდებული.

ნეაპოლისთვის სკუდეტოს მოგება არის ის, რაც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში თავს ბედნიერად მაგრძნობინებს.

"ნაპოლი" არის უძლიერესი გუნდი, რომელიც გამიწვრთნია? კმაყოფილი ვარ ამ განცდის შექმნით, თუ გულშემატკივრები ასე რეაგირებენ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთე, მე ვსაუბრობ კურსზე. ძნელი სათქმელია "ნაპოლი" არის თუ არა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც ვწვრთნიდი. ფეხბურთი ვითარდება და ძნელია წარსული გუნდების მაგალითად მოყვანა იმ ფეხბურთში, რომელსაც ახლა თამაშობენ. გამიმართლა, რომ რამდენიმე ძლიერ გუნდს ვწვრთნიდი და ძალიან ძლიერ მოთამაშეებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კოლექტიურობა და ენთუზიაზმი და აქ ნეაპოლში ბევრი რამ იყო. ვინც ნეაპოლში მოვა, იძულებული იქნება სხვებზე მეტი მისცეს.

"კვარა? ის ლაღი მოთამაშეა, ის ძალიან ძლიერი, ტოპ ფეხბურთელია. მას ჯერ კიდევ შეუძლია ისწავლოს რაღაცები, როგორ გაუმჯობესდეს დაცვის ფაზაში. "სალერნიტანასთან" ის ბურთიანად მოძრაობდა, მაგრამ დაცვაში გარჯა დასჭირდა, რადგან მოედანზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ჯოვანი დი ლორენცო ტოპ მცველია, ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია ყველა მატჩის გარკვეულ დონეზე ჩატარება, მას მეტოქეების მიმართ შიში არ აქვს. 

მესიჯი "ნაპოლის" გულშემატკივრებისთვის მომდევნო ორი სეზონისთვის? არ ინერვიულოთ, სანამ მე აქ ვარ თოკი ძლიერად იქნება გაჭიმული", - თქვა ლუჩიანო სპალეტიმ.

"ნაპოლი" "უდინეზეს" 4 მაისს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები