Belive

ნაპოლის ვიცეპრეზიდენტს ოსიმენის ტრანსფერის გამო სიკვდილით დაემუქრნენ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლის ვიცეპრეზიდენტმა, ედოარდო დე ლაურენტისმა, რომელიც კლუბის პრეზიდენტის შვილია, ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, გალათასარაის გულშემატკივრისგან მუქარის შეტყობინებები მიიღო.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება WhatsApp-ის ჩატის სქრინი, რომელზეც ნეაპოლური კლუბის ვიცეპრეზიდენტისა და თურქი ქომაგის მიმოწერაა ასახული. იტალიელს აფრთხილებენ, რომ ნაპოლიმ ოსიმენი უნდა გაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით ემუქრებიან. დე ლაურენტისმა მუქარის წერილის ავტორს უპასუხა, რომ მათ მიმოწერას პოლიციაში გააგზავნიდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, გალათასარაი ნიგერიელ ფეხბურთელთან 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა, თუმცა ახლა მოლაპარაკებები გალასა და ნაპოლის შორის მიმდინარეობს. მხარეები ჯერჯერობით სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან.

გასულ სეზონში ოსიმენმა გალათასარაის მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები