Belive

PFA-მ პრემიერლიგის წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 4-4 ფეხბურთელი ,,მანჩესტერ სიტიდან'' და ლონდონის ,,არსენალიდან'' მოხვდა. თითო-თითო კი ,,ტოტენჰემიდან'' და ,,ნიუკასლიდან''. 

PFA-მ დღეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი დაასახელა, რომელმაც პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში 36 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა. გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი ,,არსენალის'' შემტევი, ბუკაიო საკა დასახელდა.

პრემიერლიგის წლის საუკეთესო თერთმეტეული PFA-ს ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე - რამსდეილი

მცველები - სალიბა, დიაში, სტოუნსი, ტრიპიე

ნახევარმცველები - როდრი, დე ბრუინე, ოდეგორი

თავდამსხმელები - საკა, კეინი, ჰოლანდი

სხვა სტატიები