Belive

ჩეხი, ფერდინანდი და ადამსი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" და "არსენალის" ლეგენდარული მეკარე, პეტრ ჩეხი ინგლისის პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ჩეხი მეკარე ინგლისური ფეხბურთის ელიტარული დივიზიონის იმ საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდა, რომლებმაც ადგილი დიდების დარბაზში მოიპოვეს. პეტრ ჩეხი დიდების დარბაზის ისტორიაში მე-18 წევრი აღმოჩნდა.

რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ ლიგამ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც 2023 წელს დიდების დარბაზში მოსახვედრად იბრძოლებდნენ, ახლა კი საუკეთესოთა შორის ჩეხთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" და ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული მცველები, რიო ფერდინანდი და ტონი ადამსი მოხვდნენ.

გარდა ფეხბურთელებისა, 2023 წელს, დიდების დარბაზში "მანჩესტერ იუნაიტედის" და ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელები, შესაბამისად სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი მოხვდნენ.

სხვა სტატიები