Belive

პეპე რეინა საფეხბურთო კარიერას ასრულებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პეპე რეინამ, 42 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ვეტერანმა მეკარემ, პროფესიონალურ ფეხბურთში 26 წელი გაატარა, საიდანაც აღსანიშნავია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

რეინა ბარსელონაში „ლა მასიას“ აკადემიაში აღიზარდა, მაგრამ ვიქტორ ვალდესის პირველი ნომრად დანიშვნის შემდეგ, ვილიარეალში გადავიდა, იქ მან „ინტერტოტოს თასი“ 2-ჯერ მოიგო, რაც მის კარიერაში მოგებული 11 ტიტულიდან პირველი თასები იყო.

მისი დიდი ტრანსფერი 2005 წელს შედგა, ის ლივერპულში 9.8 მილიონ ევროდ გადავიდა. „ენფილდზე“ რვაწლიანი ყოფნა მისი კარიერის საუკეთესო ეტაპი იყო - როგორც პირველი ნომრის. დიდი ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მოგებისთვის იბრძოდა, თუმცა FA თასი ერთადერთი დიდი ტურნირი იყო, რომელიც მერსისაიდში მოიგო. რეინას სულ 9 კლუბის მაისურით უთამაშია, ახლა ესპანელი კომოს ღირსებას იცავს და კარიერის უკანასკნელ თამაშს ინტერის წინააღმდეგ ჩაატარებს. ცნობილია, რომ მომავალ სეზონში რეინა ვილიარეალის 19-წლამდელთა გუნდს გაწრთვნის.

სხვა სტატიები