პეპ გვარდიოლას მორიგი გენიალური მიღწევა
პეპ გვარდიოლამ მორიგი გენიალური მიღწევა დააფიქსირა. ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა მანჩესტერ სიტიმ, გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში გალათასარაი 2:0 დაამარცხა, ამით ყველა ტურნირის ეგიდით, გვარდიოლამ ინგლისის უმაღლესი ლიგის მწვრთნელებიდან ყველაზე სწრაფად დააგროვა 400 გამარჯვება, მას ამისთვის მხოლოდ 569 შეხვედრა დასჭირდა.
სრულად TOP 5 ასე გამოიყურება, რომლებმაც ყველაზე სწრაფად მოახერხეს 400 მატჩის მოგება:
პეპ გვარდიოლა - 569 მატჩი
არსენ ვენგერი - 696 მატჩი
სერ ალექს ფერგიუსონი - 732 მატჩი
ჯორჯ რემსი - 777 მატჩი
სერ მეტ ბასბი - 802 მატჩი
ესპანელისთვის გალათასარაისთან გამარჯვება სიტის რიგებში, ჩემპიონთა ლიგაზე 64-ე იყო, ის ამით მხოლოდ ფერგიუსონს (102) და ვენგერს (83) ჩამორჩება. საერთო ჯამში კი ესპანელს ყველა გუნდთან ერთად 117 გამარჯვება მოუპოვებია, მას მხოლოდ კარლო ანჩელოტი (124) უსწრებს.