Belive

ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტის დაემშვიდობა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბერნარდუ სილვამ, სოციალურ ქსელში, ემოციური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ მანჩესტერ სიტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სილვა, სეზონის ბოლოს, მანჩესტერ სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და დაასრულებს 9-წლიან, ტიტულებით სავსე პერიოდს, რომელიც მან მანჩესტერში გაატარა.

მას შემდეგ, რაც ბერნარდუ, 2017 წელს მონაკოდან სიტიში გადავიდა, გახდა ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. სილვა ამჟამად 31 წლისაა.

ქალაქელებო, როდესაც 9 წლის წინ ჩამოვედი, პატარა ბიჭის ოცნებას მივყვებოდი, ცხოვრებაში წარმატების მიღწევა მინდოდა, დიდი საქმეების გაკეთება მინდოდა. ამ ქალაქმა და ამ კლუბმა ამაზე ბევრად მეტი მომცა, გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე მეგონა. ის, რაც ერთად მოვიგეთ და მივაღწიეთ, არის მემკვიდრეობა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. - ვკითხულობთ სილვას განცხადებაში
View this post on Instagram

A post shared by Bernardo Carvalho E Silva (@bernardocarvalhosilva)

ბერნარდუ სილვვამ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვილსა და მეუღლეს, 9 წლის განმავლობაში გამოხატული თანადგომისთვის - ასევე პეპ გვარდიოლასა და თანაგუნდელებს: "სავარჯიშო მოედანზე ყოველდღიურად შექმნილი ატმოსფერო თავს სახლში და დიდი ოჯახის ნაწილად მაგრძნობინებდა . მოდით, ერთად დავტკბეთ ბოლო კვირებით და ვიბრძოლოთ იმისთვის, რასაც ეს სეზონი კვლავ გვთავაზობს.“

სხვა სტატიები