Belive

პეპ გვარდიოლას ფენომენალური სტატისტიკა | ესპანელმა იუნაიტედთან მე-600 შეხვედრა გამართა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლასთვის მანჩესტერ იუნაიტედთან მოგებული შეხვედრა გამორჩეული იყო, რადგან მან, როგორც მთავარმა მწვრთნელმა TOP 5 ლიგაში მე-600 მატჩი გამართა.

ესპანელ სპეციალისტს ფენომენალური მაჩვენებელი უფიქსირდება, რომლითაც მოგება/წაგების ბალანსით 2000-წლიდან მოყოლებული ყველა მწვრთნელს აჯობა. პეპის გუნდმა 600 თამაშიდან 446 მოიგო, რომელიც 74%-ია. მან მხოლოდ 69-ჯერ წააგო ეს კი 11.5%-ს უტოლდება. მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა 1501 გოლი გაიტანეს და 464 გაუშვეს.

სიაში შემდეგი მწვრთნელია სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც 2000 წლიდან პრემიერ ლიგაში 513 თამაში ჩაატარა და ამ მატჩების 68%-იანი მოიგო. მესამე ადგილზეა იტალიელი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომელსაც პრემიერ ლიგასა და სერია A-ში 361 თამაში და 66%-იანი მაჩვენებელი აქვს. პსჟ-ს ამჟამინდელი მწვრთნელი ლუის ენრიკე მეოთხე ადგილზეა 262 თამაშში მოგების 65%-იანი მაჩვენებლით.

ლეგენდარული მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მეხუთე ადგილზეა, მან გუნდს 849 შეხვედრაში უხელმძღვანელა და 62% აქვს. ათეულში არიან ასევე ლორან ბლანი (62%), მოურინიო (61%), ოტმარ ჰიცფელდი (61%), დიეგო სიმეონე (60%) და მასიმილიანო ალეგრი (60%).

სხვა სტატიები