ლუის ენრიკეს კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ
პარი სენ ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ნიუკასლთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ჰკითხეს.
ესპანელი სპეციალისტის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, დაზიანება საკმაოდ სერიოზული ჩანს.
,,რთული სიტუაციაა... იმედი მაქვს ვცდები და იმედია, ხვალ კარგი სიახლეები გვექნება...'' - ლუის ენრიკე
Luis Enrique donne des nouvelles de Kvara et il se montre très inquiet #PSG pic.twitter.com/uNKO8hWfRI
— ParisTeam (@Paristeamfr) January 28, 2026
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ ჟერმენმა ნიუკასლს უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა შეხვედრის მე-20 წუთზე მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, მანამდე კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგის ფაზაში მე-11 ადგილი დაიკავა და პლეი-ინში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე მისი სავარაუდო მეტოქეები 21-ე პოზიციაზე გასული მონაკო ან მე-22 ადგილზე გასული ყარაბაღი იქნებიან.
უკვე ისიც ცნობილია, რომ მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი ბარსელონას ან ჩელსის დაუპირისპირდება.