პეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს მადლობა გადაუხადა
მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, გალათასარაისთან გამარჯვების შემდეგ, ბენფიკასა და რეალის შეხვედრის შესახებ ჰკითხეს.
მოგების მიუხედავად, ქალაქელებს 1/8-ფინალში გასვლა განაღდებული არ ჰქონდათ, რადგან იმ შემთხვევაში თუ სამეფო კლუბი ლისაბონში ქულას მოიპოვებდა, საუკეთესო 8-ში სწორედ ის შევიდოდა, სიტი კი პლეი-ინის ზონაში გადაინაცვლებდა.
,,ვუხდი თუ არა მოურინიოს მადლობას? რა თქმა უნდა!
ბენფიკასა და რეალის მატჩის ბოლო წუთებს გასახდელში ყველამ ერთად ვუყურეთ. არ ვიცოდით, რომ პორტუგალიელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გოლი სჭირდებოდათ, ამიტომ ერთმანეთს ვეკითხებოდით: ,,სად მიდის მეკარე? ასე შეიძლება რეალმა გაათანაბროს და ჩვენ მერვედფინალს მიღმა დავრჩეთ...''
თუმცა, ეს ჟოზესგან კარგი სტრატეგია იყო, არა?'' - პეპ გვარდიოლა
მანჩესტერ სიტიმ საბოლოოდ ლიგის ფაზა 16 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზე დაასრულა, რეალი კი 15 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა. შედეგად, სამეფო კლუბი პლეი-ინში გადაერთო, სადაც ბოდო გლიმტს ან ბენფიკას შეხვდება.
Pep Guardiola asked if he will be sending Jose Mourinho a message of thanks after Benfica’s win over Real Madrid: “Yeah, of course.
— City Report (@cityreport_) January 28, 2026
We were all there [in the dressing room]; we didn’t know Benfica needed a goal to qualify - that’s why people said [about the goalkeeper]… ‘WHY… pic.twitter.com/epvhuE5fVK