Belive

პეპ გვარდიოლა: "ლუის ენრიკე მიყვარს, მაგრამ გულით მინდა, პსჟ-მ საშინელი ფეხბურთი ითამაშოს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში, "პსჟ-სთან" გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.

"მე "პსჟ-ს" მატჩები მადრიდის "ატლეტიკოსა" და "პსვ-სთან" ვნახე და ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია: მთელი მატჩი გამარჯვებისთვის თამაშობდნენ და არ გამოუვიდათ, ეს ფეხბურთში ხდება. ლიგის ფაზის შემდეგ უფრო მეტი გამოცდილება გვექნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ახალი გამოწვევაა ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვისაც.

ეს მატჩი ორივე გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენიმე დღეში კიდევ თითო შეხვედრა გველოდება.

მე მიყვარს ლუის ენრიკეს "პსჟ-ში" მუშაობა, თუნდაც ყოველ წელს ლიგა 1 მოიგოს, ეს ადვილი ამბავი მაინც არ არის.

ჩემი და ლუის ენრიკეს ოჯახები ძალიან ახლოს არიან, არსებობს მეგობრობა, რომელიც ყოველთვის ძლებს. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. წარმოუდგენელი კავშირი გვაქვს და გვიხარია, როცა ერთმანეთს ვხვდებით. მთელი გულით მინდა, რომ "პსჟ-მ" საშინელი მატჩი ჩაატაროს, რადგან გამარჯვება შევძლოთ, მაგრამ ეს მხოლოდ 95 წუთით იქნება, შემდეგ კი ჩვენი ურთიერთობა იქნება ისეთი, როგორიც ყოველთვის", - ამბობს პეპ გვარდიოლა.

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი "მანჩესტერ სიტის" 23 იანვარს უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები