Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენი ბაიერნს 5:4-ს ამარცხებს.

მატჩში დუბლი გაიფორმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლისთვისაც დღევანდელი შეხვედრა გამორჩეულია - კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი პარიზული კლუბის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1 სეზონში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა - ხვიჩას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კვარა მხოლოდ ჰარი კეინსა (13) და კილიან მბაპეს (15) ჩამორჩება.

  • ეს წელს კვარასთვის მეორე რეკორდია - რამდენიმე კვირის წინ ის გახდა პირველი ფეხბურთელი პსჟ-ის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 4 მატჩში შეძლო.

სხვა სტატიები