პასკალ ფერე - ადამიანი, რომელმაც ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა იცის
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"წარმოიდგინეთ რა მოხდება, მე რომ რაიმე დამემართოს. ამიტომ, ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა ჩემმა ასისტენტმაც უნდა იცოდეს", - ამბობს იგი.პასკალ ფერეს ასეთი სტრატეგია აქვს: გამარჯვებულებსა და მეორე-მესამე ადგილზე გასულ ფეხბურთელებს მოწვევის ბარათს ცერემონიის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე უგზავნის. მას სურს, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივად წარიმართოს, მედიაში მეტმა კითხვამ გაიჟღეროს და კულუმინაციას მთელი მსოფლიო უყურებდეს. თუმცა ამას წინ ხანგრძლივი შერჩევის პროცესი უძღვის. "საუკეთესო კაცი ფეხბურთელების ჩამოთვლისას, 20-22 მოთამაშის ვინაობა ყველასთვის ცნობილია. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობთ, თუ ვინ უნდა იყოს შემდეგი 8-10 ფეხბურთელი. შეხვედრები საათობით გრძელდება". კონსენსუსის მიღწევის შემდეგ, საბოლოო სია ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურის გადაეცემა.
პასკალ ფერემ რონალდუ-მესის მრავალწლიან პაექრობაზეც ისაუბრა: "რონალდუს ერთი დიდი ამბიცია აქვს: მას სურს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მესიზე მეტი ოქროს ბურთი ჰქონდეს მოგებული. მან ეს თავად მითხრა. თუ დაუკვირდებით, მათ სექტემბერსა და ოქტომბერში განსაკუთრებით ბევრი გოლი გააქვთ - ხმის მიცემის პროცესი კი სწორედ ამ დროს მიმდინარეობს, ეს კი უბრალო დამთხვევა არ არის", - აღნიშნა მან.