პარიზელებმა დონარუმა განაცხადს მიღმა დატოვეს - მეკარე კლუბს დატოვებს?!
პარი სენ ჟერმენსა და ჯიჯი დონარუმას შორის ურთიერთობა იძაბება - ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულმა გრანდმა კიპერი უეფას სუპერთასის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა და რაც შეიძლება სწრაფად სურს მისი გაყიდვა.
დონარუმუმასა და პსჟ-ს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, პარიზელებმა 40 მილიონად ლუკა შევალიე შეიძინეს - ჯიჯის კი კლუბის დატოვებისკენ მოუწოდეს.
🚨⚠️ Paris Saint-Germain exclude Gigio Donnarumma from their squad for UEFA Super Cup.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 11, 2025
Donnarumma will not sign new deal at PSG, there’s no agreement and he will 100% leave the club, this summer or in 2026 as free agent.
Gigio’s camp feel it’s unfair situation for the GK. pic.twitter.com/ILk5g9IZQ3
დონარუმა პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში 161 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, დონარუმამ პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
რაც შეეხება უეფას სუპერთასს - პარი სენ-ჟერმენისა და ტოტენჰემის მატჩი, 13 აგვისტოს იტალიაში გაიმართება.