Belive

"კვარაცხელია ღამის კოშმარია, ნამდვილი დობერმანი" - ფრანგი კომენტატორი

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პარკ დეს პრენსზე მორიგი ფენომენალური შოუ დადგა და მეტოქეს ულამაზესი გოლიც გაუტანა. კვარა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ქართველი ვარსკვლავის ბრწყინვალე პერფორმანსი საყოველთაო განხილვის თემად იქცა.

ცნობილი ფრანგი სპორტული კომენტატორი, ვალიდ აჩერჩუ, კვარაცხელიას მეტოქის ღამის კოშმარად მოიხსენიებს.

კვარაცხელია წარმოუდგენლად მაგარია. ის სიგიჟეა, ღამის კოშმარი და ნამდვილი დობერმანი, რომელიც ყოველთვის კოჭებში გეცემა. ის, რაც მან მეორე გოლის დროს გააკეთა, უბრალოდ ცივსისხლიანობაა. ჩელსისა და ლივერპულს შორის, მან პარი სენ-ჟერმენი სხვა დონეზე აიყვანა. - ვალიდ აჩერჩუ.

შეგახსენებთ, რომ კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი პარიზული გუნდის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 4 მატჩში შეძლო.

ხვიჩამ მონაკოს, ჩელსისა (ორივე მატჩში) და ლივერპულის კარის აღება შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. გატანილი გოლების რაოდენობით კვარა მხოლოდ ხულიან ალვარესს (9), ენტონი გორდონს (10), ჰარი კეინსა (11) და კილიან მბაპეს (14) ჩამორჩება.

სხვა სტატიები