Belive

საუკეთესო ფეხბურთელი სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ტექნიკურმა დამკვირვებელთა ჯგუფმა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი შეარჩია.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში, გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენის ხუთ ფეხბურთელია.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია, პოზიციას მარცხენა ფლანგზე იკავებს, ხოლო ფინალის მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიტინია ცენტრში. დაცვაში მათი თანაგუნდელები მარკინიოსი და ნუნო მენდეში, ხოლო წინა ხაზში უსმან დემბელე თამაშობს.

გუნდში არსენალის სამი ფეხბურთელია, ასევე თერთმეტეულში ბაიერნიდან 2 და ატლეტიკო მადრიდიდან ერთი ფეხბურთელი მოხვდა.

შემადგენლობა

მეკარე: დავიდ რაია (არსენალი)

მცველები: მარკოს ლიორენტე (მადრიდის ატლეტიკო), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი), გაბრიელი (არსენალი), ნუნო მენდეში (პარი სენ-ჟერმენი)

ნახევარმცველები: მაიკლ ოლისე (მიუნხენის ბაიერნი), დეკლან რაისი (არსენალი), ვიტინა (პარი სენ-ჟერმენი), ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი)

ფორვარდები: უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი)

სხვა სტატიები