Belive

პარი სენ-ჟერმენმა უეფას სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას სუპერთასის ფინალში პსჟ-მ ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხა და ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიგო.

მატჩი პარიზელებისთვის არადამახასიათებლად წარიმართა (წინა სეზონის გათვალისწინებით), ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, თუმცა ფრანგებმა ეს 2 გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანეს, იქამდე კი ჩამორჩენაში იყო და ჩვეულ უპირატესობასაც ვერ ფლობდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიში მიკი ვან დე ვენმა გახსნა, მეორე ნახევრის სტარტზევე კი უპირატესობა ორ ბურთამდე კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა, კრისტიან რომერომ გაიტანა.

კან-ინ ლიმ ანგარიშის სხვაობა 85-ე წუთზე შეამცირა, გონსალო რამოშმა კი 94-ზე გაათანაბრა. პენალტების სერია პსჟ-მ უკეთ შეასრულა და 4:3 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ლუის ენრიკემ ის მე-60 წუთზე შეცვალა.

სხვა სტატიები