პარი სენ-ჟერმენმა ნიცა დაამარცხა - ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება
ნიცა საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ლუის ენრიკემ 76-ე წუთზე შეცვალა - კვარა მოედანზე პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო, მაგრამ გოლის გატანა მეორე ნახევარში შეძლო, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ხვიჩა კვარაცხელიას თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:
Flashscore: 6.8
Sofascore: 6.5
Whoscored: 7.0
⌛️ Large succès à Nice !
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) March 21, 2026
4⃣ buteurs et le premier but parisien de Dro Fernández.
🔴 ICI C'EST PARIS 🔵#OGCNPSG I @Ligue1 pic.twitter.com/mWqvL4jGB0
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა შესრულებული. პარი სენ-ჟერმენი მომდევნო მატჩს ტულუზას წინააღმდეგ, 3 აპრილს გამართავს.