პალმეირასის სასწაული | კოპა ლიბერტადორესის ფინალი კვლავ ბრაზილიური იქნება
კოპა ლიბერტადორესის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პალმეირასმა ეკვადორული კიტო 4:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ბრაზილიურ კლუბს სტუმრად 0:3 ჰქონდა წაგებული, შედეგად, პალმეირასი გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც ლიბერტადორესის 1/2-ფინალში 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო.
მატჩში ანგარიში მე-20 წუთზე რამონ სოსამ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს ბრუნო ფუქსმა მე-2 გოლი გაიტანა. 68-ე წუთზე რაფაელ ვეიგამ ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა, 82-ე წუთზე კი 30 წლის ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა (პენალტი გაიტანა) და საკუთარ გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
პალმეირასის მეტოქე ფინალში ფლამენგო იქნება. მატჩი 29 ნოემბერს, პერუს დედაქალაქში, ლიმაში გაიმართება.
კოპა ლიბერტადორესის ბოლო 6 ფინალიდან 5 ბრაზილიურია.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბოტაფოგოა, რომელმაც შარშან ფინალში ატლეტიკო მინეირო 3:1 დაამარცხა.
კოპა ლიბერტადორესი ყველაზე მეტჯერ - 7-ჯერ ინდეპედიენტეს (7 ფინალი 7 მოგება) აქვს მოგებული, ამ მხრივ მე-2 ადგილს ბოკა ხუნიორსი იკავებს (6 თასი), მე-3 ადგილზე კი პენიაროლია (5 თასი).
💚🐷🤩 Del 0-3 al 4-3: @Palmeiras y una clasificación histórica en la CONMEBOL #Libertadores.#GloriaEterna pic.twitter.com/eEp8CWpF3F
— CONMEBOL Libertadores (@Libertadores) October 31, 2025