ისტორიული მიღწევა: დანილოს სამხრეთამერიკული და ევროპული ზღაპარი
სამხრეთამერიკული საკლუბო ფეხბურთის მთავარი ჯილდო, კოპა ლიბერტადორესი ბრაზლიურმა ფლამენგომ მოიგო.
რიო დე ჟანეიროს წარმომადგენელმა, ტურნირის 2025 წლის გათამაშების ფინალში, თანამემამულე, პალმეირასი დაამარცხა (1:0) და ტიტულს ისტორიაში მეოთხედ დაეუფლა.
მატჩში ერთადერთი გოლის გატანა ბრაზილიელმა მცველმა, დანილო ლუის და სილვამ მოახერხა.
გარდა ისტორიული გოლისა და მოპოვებული ტიტულისა, დანილომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იზეიმა. 34 წლის მცველი ისტორიაში სადებიუტო ფეხბურთელია, რომელსაც კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო შეჯიბრება როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ ამერიკაში ორჯერ აქვს მოგებული.
2011 წელს დანილომ კოპა ლიბერტადორესი ბრაზილიური სანტოსის შემადგენლობაში მოიგო, 2016 და 2017 წლებში უეფას ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლები მადრიდის რეალის შემადგენლობაში დაიმსახურა, 2025 წელს კი "განმათავისუფლებელთა თასს" კარიერაში მეორედ ფლამენგოს შემადგენლობაში დაეუფლა.
დანილოს ფელიპე ლუისის გაწვრთნილი ფლამენგოს შემადგენლობაში უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება და დუბლის შესრულება შეუძლია. ფლამენგო აქაც პალმეირასს, ამჯერად, ბრაზილიის ჩემპიონობისთვის ებრძვის. სერია A-ში ფლამენგოს გათამაშების ფინიშამდე 2 ტურით ადრე 75 ქულა აქვს და მწვანეებს 5 ქულით უსწრებს. გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის ორივე ურთიერთშეხვედრაში წარმატებას რიო დე ჟანეიროს წარმომადგენელმა გუნდმა მიაღწია, შემდეგ ტურში, სეარასთან ფრის შემთხვევაში, ფლამენგო ჩემპიონობას გაინაღდებს.