Belive

პადი პიმბლეტმა ახსნა, თუ რატომ არ გულშემატკივრობს ინგლისს კატარის მუნდიალზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაშინ, როცა მთელი ინგლისი მათ ნაკრებს გულშემატკივრობს და მათგან ჩემპიონობას ელის, პადი პიმბლეტმა განაცხადა, რომ ის მსოფლიოზე ინგლისს არ გულშემატკივრობს.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისელი მებრძოლი "ლივერპულის" დიდი გულშემატკივარია და როგორც ის ამბობს, "სქაუზერებს" საერთაშორისო ტურნირები არ ადარდებთ.

ნამდვილი "სქაუზერები" საერთაშორისო ფეხბურთს საერთოდ არ ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვერ ვხვდებით, რატომ უნდა დავდგეთ ხელჩაკიდებული ხვა გუნდის გულშემატკივართან ერთად. რატომ უნდა დავუჭირო მხარი ინგლისს? მე ვნახე ვიდეო, სადაც ნაკრების ფანები მღეროდნენ: "ჩვენ ყველას გვძულს "სქაუზერები". - განაცხადა პიმბლეტმა PUB TALK-ის პოდკასტზე.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. "სამმა ლომმა" 7 ქულით მოახერხა 1/8-ფინალში გასვლა, სადაც მისი მოწინააღმდეგე სენეგალის ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები