Belive

"ოცნებები ხდება" - ნიკო პაზი ნაპოლის კარში გატანილ გოლზე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "რეალისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა. მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამეფო კლუბმა "ნაპოლი" 4:2 დაამარცხა.

"ნაპოლის" კარში გატანილი მე-4 გოლის ავტორი, 19 წლის ნიკო პაზი გახდა, რომელიც "რეალის" აკადემიის აღზრდილია. მატჩის დასრულების შემდეგ, ამომავალმა ვარსკვლავმა ემოციური კომენტარი გააკეთა.

ეს არის ოცნება, რომელიც ამიხდა. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მე უბრალოდ დავარტყი და გავიტანე, რის შემდეგაც, "გონება დავკარგე". "რეალს" ერთ-ერთი გამორჩეული, თუ არა საუკეთესო აკადემია ჰყავს. გატანილ გოლს მთელი გუნდი და შემადგენლობა მილოცავდა - წარმოუდგენელი გუნდი ვართ. - ნიკო პაზი.

სხვა სტატიები