Belive

"მსგავსი რამ ყოველდღე არ ხდება, ეს ახდენილი ოცნებაა" - ტრენტი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალმა ტრენტ ალექსანდრ არნოლდი ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ტრენტმა სტუმრებს ესპანურად მიმართა და აღნიშნა, რომ სამეფო კლუბის მაისურის მორგება ოცნების ახდენის ტოლფასია.

მოგესალმებით, მადლობა ფლორენტინო პერესსა და კლუბს ამ შესაძლებლობისთვის. მსგავსი რამ ყოველდღე არ ხდება - ეს ახდენილი ოცნებაა. აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ. სრულად მაქვს გაანალიზებული, რომ მადრიდის რეალში თამაში მაღალ სტანდარტებს მოითხოვს - მერწმუნეთ, რომ გუნდისთვის და გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავიღებ. მინდა ფანებს ვაჩვენო, როგორ ვთამაშობ. მინდა რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაშით ვისიამოვნო. - ტრენტ ალექსანდრ არნოლდი.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულში გატარებული ფენომენალური სეზონების შემდეგ, ტრენტი რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მერსისაიდული გრანდის მაისურით ალექსანდრ არნოლდმა პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები