Belive

ოსიმენის გარეშე - ნაპოლის განაცხადი მილანთან მატჩისთვის ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ,,მილანთან'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ,,ნაპოლის'' ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენი დააკლდება.

ხვალინდელ შეხვედრაში, ასევე ტრავმის გამო, ნეაპოლელთა კიდევ ერთი თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონე ვერ ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაში ჯაკომო რასპადორის პრობლემაზეც იწერებოდა, თუმცა 23 წლის იტალიელი განაცხადში მოხვდა.

,,ნაპოლის'' განაცხადი ,,მილანთან'' მატჩისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები - პიერლუიჯი გოლინი, ჰუბერტ იდასიაკი, ალექს მერეტი

მცველები - ჯოვანი დი ლორენცო, მარიო რუი, კიმი, ბართოშ ბერეშინსკი, მატიას ოლივერა, ამირ რაჰმანი, ჟუან ჟესუსი.

ნახევარმცველები - ფრანკ ანგისა, ელიფ ელმასი, ჯანლუკა გაეტანო, სტანისლავ ლობოტკა, ტანგი ნდომბელე, პიოტრ ზელინსკი.

თავდამსხმელები - ხვიჩა კვარაცხელია, მატეო პოლიტანო, ირვინგ ლოზანო, ჯაკომო რასპადორი.

სხვა სტატიები