Belive

სპალეტი: ,,ლოზანოზე დღესავით ნათელი პენალტი იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანი სპალეტიმ, ,,მილანთან'' გამართული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ყოვლისა, ,,მილანს'' მომდევნო ეტაპზე გასვლას ვულოცავ! მათ ჩაატარეს ორი მატჩი, რომელშიც საკუთარი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს, რაც შემდგარი გუნდის ნიშანია. ორივე მატჩში ვდომინირებდით, მაგრამ მათ საჯარიმოში, როცა შანსები გვქონდა, საკმარისად კარგები არ ვიყავით.

ასევე, მინდა, კომპლიმენტები ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, რადგან ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ. რამდენიმე ბავშვური შეცდომა და ასეთ თამაშებში გამოცდილების ნაკლებობა ძვირად დაგვიჯდა. სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნების შემდეგ, ზოგიერთ ფეხბურთელს გაუჭირდა, განსაკუთრებით ოსიმენს, რომელმაც ტრავმის გამო 20 დღე გამოტოვა. შემდეგ იყო რამდენიმე შეცდომა და უსამართლობა.

,,მილანის'' წარმომადგენლების გარდა, ყველა თანხმდება, რომ მსაჯმა პირველ მატჩში შეცდომები დაუშვა. დღეს ლოზანოზე დღესავით ნათელი პენალტი იყო, ვიდეოში ჩანს, რომ მეტოქის ფეხი ბურთს არ ეხება. ეს ყველაზე აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო, შეუძლებელია, ეს არ დაინახო.

კვარაცხელია ერთი-ერთზე 20-ჯერ მაინც აღმოჩნდა, მაგრამ კალაბრიამ ძალიან კარგად ითამაშა. კვარამ შექმნა მომენტები, ამწვავებდა სიტუაციას, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ნეაპოლელები მეტოქესთან ორი შეხვედრის ჯამში 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

სხვა სტატიები