Belive

ოსიმენი: ,,ვარ თუ არა ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი? ჰოლანდიც დიდებულად თამაშობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ,,ემპოლისთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,სასიამოვნოა, რომ სპალეტის ჩემ მიმართ ასეთი ნდობა აქვს და იმედი მაქვს, მოედანზე ბოლომდე დახარჯვით ამას დავუფასებ.

აქ თამაში რთულია, გავიხსენოთ, რა მოხდა შარშან, როცა 2:0-დან 2:3 წავაგეთ. მოგებით, ბედნიერი ვარ.

ვარ თუ არა ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი? ცხადია, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჰოლანდიც დიდებულად თამაშობს... იმედია, ასე გავაგრძელებ და სეზონის ბოლოს სიხარულის მიზეზი გვექნება.

სპალეტი არის მწვრთნელი, რომელიც საკუთარი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. ახლა მისი კიდევ უფრო კარგად მესმის, ის მოტივაციას მაძლევს და მოედანზე ყვირილით ჩემს გამოსწორებას ცდილობს. ეს ნორმალურია, ვფიქრობ, ამას ყველა მწვრთნელი აკეთებს. ვიცი, რომ კმაყოფილია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სჭირდება და ვეცდებით, მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

რა მომწერა დროგბამ? მისი შეტყობინება ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო და ეს დამატებითი მოტივაციაა. ის ჩემი ბავშვობის კერპია,'' - განაცხადა ოსიმენმა.

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ემპოლი” სტუმრად 2:0 დაამარცხა. მატჩში ოსიმენმა ერთი გოლი გაიტანა.

24 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 65 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს პარასკევს, 3 მარტს, ,,ლაციოსთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები