Belive

ნაპოლისა და რეალის შეხვედრის მსაჯი ცნობილია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამშაბათს, 3 ოქტომბერს, ,,ნაპოლისა'' და მადრიდის ,,რეალს'' შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ფრანგი მსაჯი, კლემან ტიურპენი იმუშავებს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ლიგის მიმდინარე სეზონში 41 წლის არბიტრმა საკვალიფიკაციო ეტაპზე, ,,რეინჯერსისა'' და ,,პსვ-ს'' შეხვედრაში იმსაჯა და ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა. 2022 წელს კი ,,რეალსა'' და ,,ლივერპულს'' შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს გაუძღვა.

ტიურპენს ,,ნაპოლისა'' და ,,რეალის'' მატჩში ნიკოლას დანოსი და ალექსის ოჟე დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი სტეფანი ფრაპარი იქნება, VAR-ზე კი ჟერომ ბრისარი იმუშავებს.

სხვა სტატიები