Belive

მილანის წინააღმდეგ კვარა ახალ როლს მოირგებს?

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მილანთან" შეხვედრის წინ ვალტერ მაცარი ფიქრობს, რომ მოწინააღმდეგეს სურპრიზი შესთავაზოს, რაც კვარას პოზიციის ცვლილებაში გამოიხატება. ორმაგი მეურვეობისგან დახსნილი ქართველი, შესაძლოა, წარმატების მთავარი გასაღები იყოს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელი მწვრთნელი 77-ე ნომერს მოედნის ცენტრში ამოწმებს, ვარჯიშებზე კვარაცხელიას დავალება მიეცა, რომ თავისუფლად იმოქმედოს მოედნის ცენტრში, თავდასხმისხმის ხაზის უკან. მიზანი მოწინააღმდეგის ორმაგი მეურვეობის შეზღუდვა და კვარას ფანტაზიის გაძლიერებაა, წმინდად თავდაცვითი ამოცანების შესრულება კი კვარასთვის არაპრიორიტეტული გახდება.

მაცარი კვარას გამოცდის როგორც ფინიშერს 3-5-1-1-ში, ასევე პოლიტანოსთან შეწყვილებულად 3-5-2-ში, ეს როლები ქართველს ჯერჯერობით არ მოურგია. განზრახვა ნათელია: როსონერის დაცვის გაოცება და კვარაცხელიას გათავისუფლება მოედნის ბოლო მეოთხედში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მწვრთნელი მოხიბლულია ხვიჩას შემოქმედებითი უნარებით, მოედნის ხედვითა და პლეიმეიკერული თვისებებით, ამიტომ ცდილობს მისი ადგილი 10-იანის პოზიციაზე გამონახოს, რადგან დარწმუნებულია, რომ ქარტველი ამ პოზიციაზე კიდევ უფრო გაიხსნება და გუნდს მეტ სარგებელს მოუტანს.

"ნაპოლი" მილანს სან-სიროზე, 11 თებერვალს დაუპირისპირდება, უკანასკნელი 4 მატჩია ნეაპოლელები როსონერის ვერ უგებენ. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მაისურით, ყველაზე მეტი (5) მატჩი სწორედ მილანის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული, თუმცა ჯერ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები