Opta: როგორია ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდი?
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და Opta-მ საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
მეკარე: ვოზინია (კაბო ვერდე)
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მთავარი ისტორია კაბო ვერდეს პლეი-ოფში გასვლა იყო და ვოზინიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამაში. ის გამორჩეული იყო ესპანეთის წინააღმდეგ პირველ ტურში და მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაის წინააღმდეგ 2 გოლი გაუშვა, მისი თამაში კვლავ სტაბილური იყო მესამე ტურში საუდის არაბეთთან - 0:0 ფრედ დასრულებულმა მატჩმა, კაბო ვერდეს 1/16-ფინალის საგზური მოუტანა.
მარჯვენა მცველი: მარვინ სენაია (განა)
ინგლისის წინააღმდეგ, განელმა მარვინ სენაიამ, საუკეთესო თამაში ჩაატარა ჯგუფურ ეტაპზე. ბარსელონამ ცოტა ხნის წინ 80 მილიონ ევროდ გაიფორმა ენტონი გორდონი, რომლის წინააღმდეგაც მას რთული თამაში უნდა ჰქონოდა, მაგრამ მან ინგლისსელ ვინგერს ფეხი არ გაანძრევინა. ეს მისი გამორჩეული თამაში იყო, თუმცა ჯგუფური ეტაპის განმავლობაში ის საიმედო იყო, ტურნირზე ყველა მოთამაშეს შორის ყველაზე მეტი ჩაჭრის მცდელობა (18) დააგროვა და 38 დუელიდან 24-ში გაიმარჯვა.
ცენტრალური მცველი: დინი ბორხესი (კაბო ვერდე)
როგორც ვოზინიას შემთხვევაში აღინიშნა, კაბო ვერდეს ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუცდომლად თამაში აუცილებელი იყო, რათა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ისტორიული ადგილი მოეპოვებინათ.
ცენტრალური მცველი: პაუ კუბარსი (ესპანეთი)
19 წლის პაუ კუბარსიმ, რომელიც სავარაუდოდ, მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველია, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყო, რაც ამ ეტაპზე მრავალი გამოსვლიდან პირველია. მან 294 პასიდან მხოლოდ ხუთი გააფუჭა, ხაზის გამჭრელ პასებს შორის კი ყველაზე მეტი (39) გააკეთა.
მარცხენა მცველი: კეიტო ნაკამურა (იაპონია)
სწრაფი, მოქნილი და პირდაპირი, ის იაპონიის მარცხენა ფლანგზე ნამდვილი უსიამოვნება იყო. მან ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა ნიდერლანდებთან ფრედ, 2:2 დასრულებულ მატჩში, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ტუნისთან პირველ გოლშიც. მან შვიდი დრიბლინგიდან ხუთი ზუსტად შეასრულა და ცხრა შანსი შექმნა (5 დარტყმა, 4 შექმნილი შანსი).
ცენტრალური ნახევარმცველი: უისტონ მაკკენი (აშშ)
თანამასპინძლები დიდწილად შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, თუნდაც თურქეთთან 3:2 მარცხის გათვალისწინებით. მაურისიო პოჩეტინომ იმ თამაშში სასტარტო შემადგენლობაში უამრავი ცვლილება შეიტანა, მაგრამ ის ფაქტი, რომ უისტონ მაკკენი არ დაასვენა, ყველაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის.
ცენტრალური ნახევარმცველი: პედრო ვიტე (ეკვადორი)
ეკვადორმა მსოფლიო ჩემპიონატზე უამრავი თაყვანისმცემელი დააგროვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპი მხოლოდ გერმანიასთან ბოლოს გატანილი გოლის წყალობით გადალახა. პედრო ვიტე მათი გამორჩეული მოთამაშე იყო. ღია თამაშში მასზე მეტი შანსი მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ შექმნა (8). ის მესამე ადგილზეა ჩაჭრის რაოდენობით (14). მხოლოდ გრანიტ ჯაკამ (24) და როდრიგო ბენტანკურმა (29) დაიბრუნეს ბურთი მასზე უფრო ხშირად (29), ის მეხუთე ადგილზეა შესრულებული პასების რაოდენობით (234).
შემტევები: ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია), კილიან მბაპე (საფრანგეთი), ლეო მესი (არგენტინა), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია).
საუკეთესო სტატისტიკისა და შეფასებების მქონე მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი განხილვა არ სჭირდება.
The group stage of the 2026 World Cup is done, so we've had a whirl at picking a best XI for the tournament so far.
— Opta Analyst (@OptaAnalyst) June 28, 2026
Which players stood out for you? pic.twitter.com/slFiXyT3fW