Belive

მაროკოს მწვრთნელი: "ჩემი ზოგიერთი ფეხბურთელი ხელით თამაშის გამო გაჩერდა"

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, საფრანგეთთან დამარცხების (2:0) შემდეგ, მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა, პირველი კომენტარი გააკეთა. მან ყურადღება, პირველი გოლის დროს, საკუთარი ფეხბურთელების უმოქმედობაზე გაამახვილა.

ჩემი ზოგიერთი მოთამაშე შეჩერდა, რადგან ხელით თამაში დაინახეს (რაბიოზე).
ხელით თამაში ნამდვილად იყო - არ ვიცი, უნდა დანიშნულიყო თუ არა ჯარიმა, წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა, საბოლოო ჯამში, გოლი კილიან მბაპეს ინდივიდუალური ძალისხმევის შედეგად გავიდა.

უნდა გავაგრძელოთ რწმენა. ჩვენ აქ არ ვაპირებთ გაჩერებას. აუცილებელია ბაზისურ ასპექტებზე მუშაობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტრავმების შემთხვევაში, მოთამაშეთა უფრო ღრმა და საიმედო რეზერვი გვყავდეს. ჩემი გადმოსახედიდან, მაროკოს ნაკრების მომავალი გაცილებით უკეთესი იქნება. - განაცხადა მოჰამედ უაჰბიმ

მიუხედავად იმისა, ხვდება თუ არა რაბიოს ბურთი ხელზე, საფრანგეთის გოლი პირდაპირ დაკარგული ბურთის შემდეგ წამოღებულ შეტევას არ მოჰყოლია, მაროკოელებმა ბურთი ჯერ საჯარიმოდან გამოიტანეს, კილიან მბაპემ კი მეორე ტალღით შეტევისას მიიღო და შემდეგ გადაგზავნა ბონოს კარში.

სხვა სტატიები